მოქალაქეები სავალდებულო-სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან

სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, მოხდება რეფორმირება და ყველა პირი გაივლის სავალდებულო-სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აქამდე სისტემა არ იყო ისეთი ეფექტური, როგორიც საჭიროა. „მანამდე სისტემა იყო გაფანტული და არ იყო ეფექტური, ეს უნდა ვაღიაროთ. ყველა ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იძლეოდა იმ ეფექტს, რომელიც ჩვენ გვინდა, მივიღოთ. ამიტომ, უსაფრთხოების სამსახურში შემავალ სამინისტროებთან გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ სავალდებულო-სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. შეიქმნება ეფექტური სისტემა, პროგრამა იქნება ექვს, რვა და 11-თვიანი. ეს იქნება ინტენსიური სამხედრო მომზადება. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ, პირს ექნება მოხდილი სავალდებულო-სამხედრო სამსახური და მიენიჭება რიგითის წოდება. მთავარი…

მეტი...

,,ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქუთაისის პარლამენტის შენობაში აიტი მიმართულების განვითარებას”- ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის შენობა  პრაქტიკულად უფუნქციოდ არის დარჩენილი. მისი თქმით, მთავრობის მიზანია, იქ აიტის მიმართულების განვითარებას შეუწყონ ხელი. ,,მოგეხსენებათ, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობა არის პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩენილი, ჩვენი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იქ აიტის მიმართულების განვითარებას. ვემუშავებით ერთ-ერთ ებრაულ კომპანიას, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ მოხდეს პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას ახალი აიტი ჰაბი, არა მხოლოდ ტექნოლოგიური, რომელიც მოიზიდავს დაასაქმებს აიტი სფეროში მომუშავე ახალგაზრდებს, ჩვენ სტუდენტებს ხელს შეუწყობს განვითარებაში”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

მეტი...

,,ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იქნება”- ირაკლი ღარიბაშვილი

ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტნიორი კომპანიების შესარჩევად გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი. „ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს. ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული. კარგად მოგეხსენებათ, ახლა რაც ხდება ანაკლიაში. მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი. ამიტომ, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში. ეს პროექტი…

მეტი...

,,მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვისკენ არ უნდა ვიყურებოდეთ, თვალი უნდა მივადევნოთ სამხრეთ კავკასიას”- ალექსანდერ შალენბერგი

,,მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვისკენ არ უნდა ვიყურებოდეთ, ჩვენ თვალი უნდა მივადევნოთ სამხრეთ კავკასიას,” – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა სიფრთხილე, რომ ქვეყნები პირველი და მეორე კლასის კანდიდატებად არ დაიყოს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები ჩვენს უახლოეს სამეზობლოს წარმოადგენენ. აღმოსავლეთ პარტნიორობა, ჩვენთვის, ავსტრიელებისთვის, ძალიან ახლოსაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ვენიდან 5 000 კილომეტრში ომია უკრაინაში. ეს არის რეგიონი, რომელიც ეკონომიკურად, პოლიტიკურად, კულტურულადაც, ადამიანურად მნიშვნელოვანია. ავსტრიაში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს ამ რეგიონიდან და ჩვენ გვაქვს ახლო ურთიერთობები. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია და მჯერა, ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მხოლოდ უკრაინისა…

მეტი...

აშშ-ში ქალმა უნივერსიტეტი სწავლის დაწყებიდან 71 წლის შემდეგ დაამთავრა

ამერიკელმა ჯოის დეფოუმ უნივერსიტეტი სწავლის დაწყებიდან 71 წლის შემდეგ დაამთავრა.  დეფოუ ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტში ჯერ კიდევ 1951 წელს ჩაირიცხა. ახალგაზრდა ჯოისი მაშინ ეკონომისტობას აპირებდა. თუმცა, შემდეგ დაქორწინდა და გეგმები შეეცვალა. სამწუხაროდ, ქალი მალევე დაქვრივდა და რამდენიმე წლის შემდეგ  მეორედ იქორწინა. ჯოისის  ახლა 17 შვილიშვილი და 24 შვილთაშვილი ჰყავს. 90 წლის ჯოისი ოჯახის წევრების დაჟინებით,  ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტში დაბრუნდა ლექციებზე დასწრება განაგრძო და ბაკალავრის ხარისხიც მიიღო.

მეტი...

მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. განახლებული გამზირი დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა. „მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც საზოგადოებას დავპირდით, სამუშაოები 4 დეკემბერს დასრულდა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაახლოებით, 6 კილომეტრზე გამოიცვალა კომუნიკაციები, განახლდა წყალარინებისა და წყლის სადრენაჟე სისტემები, გაზის მილები. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, დაიხაზა ზებრა გადასასვლელები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ეს მიდგომა სხვა გამზირებსა და ქუჩებზეც გაგრძელდება. სამწუხაროდ, ბევრი ქუჩაა რთულ მდგომარეობაში, საჭიროებს განახლებას თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ყველა მათგანზე გაგრძელდება მსგავსი მიდგომები, რათა თბილისი ყველანაირად მოწესრიგდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მელიქიშვილის გამზირზე, ვარაზისხევიდან…

მეტი...

,,თუ რუსეთი პირდაპირი ფრენების გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ”- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ რუსეთი საქართველოში პირდაპირი ფრენების გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაში პრობლემას ვერ ხედავს. „რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები არ არის, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ჩვეულებრივად შემოდიან. გარდა ამისა, ჩვენი უამრავი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. თუ მათი მხრიდან იქნება გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რა არის პრობლემა იმაში, რომ ის ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ის, რაც ხდება რუსეთში, რაც ხდება უკრაინაში, შემოდიან საქართველოში? არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ბელარუსის მოქალაქეებიც შემოდიან. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება ხელს უშლის ექიმებს, შეასრულონ თავიანთი ფუნქცია”- არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება ხელს უშლის ექიმებს და სამედიცინო დარგის პროფესიონალებს, შეასრულონ თავიანთი ფუნქცია. მისი თქმით, ჯანმრთელობის საკითხები სამედიცინო დარგის პროფესიონალების საქმეა. ,,სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება ხელს უშლის ექიმებს და სამედიცინო დარგის პროფესიონალებს, შეასრულონ თავიანთი ფუნქცია და მიაწოდონ მას სამედიცინო მომსახურება ისე რომ, პაციენტმა მაქსიმალურად პოზიტიური შედეგი მიიღოს. ამიტომ, მივანდოთ ექიმების საქმე ჯანდაცვის პროფესიონალებს. ჯანმრთელობის საკითხები სწორედ მათი საქმეა. ჩვენ კი მზად ვართ პოლიტიკურ საკითხებზე, საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისთვის, მზად ვართ თანამშრომლობისთვის ნებისმიერთან, ვის ინტერესებშიც რეალურად შედის, რომ საქართველო დაუახლოვდეს, გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ…

მეტი...

,,რადიკალური ოპოზიცია, მხოლოდ არევაზე, დესტრუქციაზე, უარყოფით ემოციებზე, ზიზღსა და ბოღმაზეა გადასული”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ თემისთვის პოლიტიკური სარჩულის მიცემა პატიმრის ინტერესებს ეწინააღმდეგება. პაპუაშვილი ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებულ აქციებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ მათ არაერთხელ გასცა პასუხი. „არანაირი მოლოდინი არ მაქვს. ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ბევრჯერ გასცა პასუხი, ბოლოს რამდენიმე დღის წინ, როდესაც საახალწლო ნაძვის ხის ანთება იყო, პირდაპირ, აშკარად გასცა საქართველოს მოსახლეობამ პასუხი რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც მხოლოდ არევაზე, დესტრუქციაზე, უარყოფით ემოციებზე, ზიზღსა და ბოღმაზეა გადასული. დაიღალნენ რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციისგან და ნეგატიური კამპანიებისგან. შესაბამისად, მე სხვა მოლოდინი არ მაქვს.…

მეტი...

,,სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უბედურება შექმნა“- კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პატიმრების ჯანმრთელობაზე შესაბამისი უწყება ზრუნავს და მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი არ არის. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი. „პატიმრების ჯანმრთელობაზე ზრუნავს შესაბამისი უწყება. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი ან რაიმე პროფილით განსხვავებული არ არის. შესაბამისი უწყება ყველა პატიმართან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ზოგადად, პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და ძალიან სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უბედურება შექმნა“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

მეტი...

,,ერთი თვეა უკვე მოვუწოდებ, რომ გამოდით ოთახებიდან”- ხაბეიშვილი მელიას

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აკრიტიკებს. ხაბეიშვილის თქმით, ნიკა მელიამ გამოწვევებს, რაც ჰქონდა პარტიას, ვერ უპასუხა. ,,ერთი თვეა უკვე მოვუწოდებ, რომ გამოდით ოთახებიდან, ბატონო ნიკა, ბატონო ნუგზარ, წიკლაურს მივმართავ, მარტო კაბინეტიდან, ოთახიდან, ცენტრალური ოფისიდან გაუსვლელად საქმე არ კეთდება. ამიტომ ვიკითხე რიტორიკულად, რომ ხაშურში ვარ და პარტიის თავმჯდომარე ხაშურში ნამყოფი არ არის. ნიკას სურდა გენერალური მდივნის გადაყენება, ნახა, რომ არ ექნებოდა მხარდაჭერა, ცხადია, ეს საკითხი არც კი დამდგარა პოლიტსაბჭოზე. სხვადასხვა მდივნები არიან, რომლებიც უჭერენ მხარს ხაბეიშვილს ან ნიკა მელიას, მე ვერ ვხედავ ამაში პრობლემას, თანამდებობიდან…

მეტი...

,,უნდა გადავხედოთ, როგორ ვიმუშაოთ აღმოსავლეთ პარტნიორებთან”- ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უნდა გადაიხედოს, როგორ იმუშაონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან. მისი თქმით, რეგიონული მიდგომა უნდა იყოს გათვალისწინებული, თუმცა ეს უფრო მეტად რთული ხდება. „ჩვენ უნდა გადავხედოთ, როგორ ვიმუშაოთ აღმოსავლეთ პარტნიორებთან, რადგანაც სამი ქვეყანა გახდა კანდიდატი. ერთი არის ძალიან შორს ევროკავშირისგან, ვგულისხმობ ბელარუსს. ზოგადად, ეს ძალიან სხვადასხვანაირი ქვეყნებია. რეგიონული მიდგომა უნდა იყოს გათვალისწინებული, თუმცა ეს უფრო მეტად რთული ხდება. ეს გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პირველი მინისტერიალი მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ამიტომ ცხადია, ამ საკითხზე ბევრს ვისაუბრებთ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა…

მეტი...

,,რა ვქნა, მიხედოს თავის თავს, ფსიქიკას, მიირთვას და გახდეს ცოტა უკეთ”- დავითულიანი სააკაშვილზე

,,ინფორმაცია, რა სჭირს მიხეილ სააკაშვილს ისეთი მძიმე, რომ აუცილებელია მისი სასჯელის გადავადება, არათუ მე, მის ოჯახის წევრებსაც არ გააჩნია,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არ უნდა ჩაიდინო ისეთი რამე, რომ მერე ციხეში ჯდომა გაგიჭირდეს. ,,ვერც ერთ მძიმე დაავადებას ვერ ასახელებენ და მე საიდან უნდა გამაჩნდეს ასეთი ინფორმაცია. რა ვიცი, ადამიანი ზის და არ მოსწონს ციხეში ჯდომა მესმის. არ უნდა ჩაიდინო ისეთი რამე, რომ მერე ციხეში ჯდომა გაგიჭირდეს. რა ვქნა, მიხედოს თავის თავს, თავის ჯანმრთელობას და ფსიქიკას, მიირთვას და გახდეს ცოტა უკეთ. რა…

მეტი...

რუსეთმა 94 760 ჯარისკაცი დაკარგა – რუსეთის სამხედრო დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 12 დეკემბრამდე რუსეთმა ომში დაახლოებით 94 760 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 94 760; ​ტანკი – 2 966; ჯავშანტექნიკა – 5 928; საარტილერიო სისტემა – 1 929; სარაკეტო სისტემა – 397; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211; თვითმფრინავები – 281; ვერტმფრენი – 264; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 617; საკრუიზო რაკეტები – 592; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 544; გემი/ნავი/კატარღა – 16; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 169.

მეტი...

მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრში ხანძარია

რუსეთში, მოსკოვის ოლქში, ბალაშიხას სავაჭრო ცენტრ “სტროიპარკში” ხანძარია. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი დილით 08:33 საათზე დააფიქსირეს. მედიის ცნობით, ცეცხლი 9 000 კვ.მ. ფართობეზე გავრცელდა.  ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომელი დაშავდა.

მეტი...

,,რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა იყოს რეალური, შინაარსიანი”- ჯეიმს კლევერლი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებები არ უნდა იყოს „ლეღვის ფოთოლი“ რუსეთის ფედერაციის გადაიარაღებისთვის. მისი თქმით,  მოლაპარაკებების პარამეტრები უკრაინამ თავად უნდა განსაზღვროს. „ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა იყოს რეალური, შინაარსიანი, არ შეიძლება, იყოს მხოლოდ ლეღვის ფოთოლი რუსული გადაიარაღებისთვის და ჯარისკაცების შემდგომი რეკრუტირებისთვის, იქნება ეს ვაგნერის ჯგუფიდან, თუ ციხეებიდან პატიმრების გამოყვანა. ახლა რუსეთიდან არაფერი მოდის, რაც დამარწმუნებს, რომ ვლადიმერ პუტინი შედის ამ მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად. რიტორიკა ჯერ კიდევ კონფრონტაციულია“, – განაცხადა  ჯეიმს კლევერლიმ.

მეტი...

მოკლულ ქალს 2 ბავშვი დარჩა – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

აჭარაში, სოფელ სალიაურში მამამთილის მიერ მოკლულ 40 წლის ქალს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა. არსებული ინფორმაციით, მოკლული ქალის ქმარი საზღვარგარეთ იმყოფება, სადაც სამუშაოდაა წასული. ცნობისთვის, სასტიკი მკვლელობა აჭარაში გუშინ მოხდა. შსს-ის ინფორმაციით,  ბრალდებულმა მამაკაცმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა 1982 წელს დაბადებული თ. ჯ. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.  სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. აჭარაში მამამთილმა რძალი მოკლა – დაკავებულია ერთი პირი – (mcm.ge)

მეტი...

,,ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის ძალებმა, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ოპერატიულად მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიონ”- ბრიტანეთი

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ოლქებზე კონტროლი გააფართოოს. უწყების ცნობით, რუსეთი სავარაუდოდ, კვლავ მიზნად ისახავს კონტროლის გაფართოებას დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ოლქებზე, რუსი სამხედრო დამგეგმავები კი, სავარაუდოდ, პრიორიტეტულად დონეცკის სიღრმეში წინსვლას მიიჩნევენ. „რუსი სამხედროები, დიდი ალბათობით, ამჟამად ვერ შეძლებენ ეფექტური დამრტყმელი ძალის შექმნას, რომელსაც შეუძლია ამ ტერიტორიების აღება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის სახმელეთო ძალებმა, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ოპერატიულად მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიონ“, – ნათქვამია ანგარიშში.  

მეტი...

სერგეი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინამ იერიში მიიტანა ვაგნერის შტაბბინაზე

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის შტაბბინაზე. გაიდაის მსხვერპლის რაოდენობა არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ გადარჩენილი ძალების “მინიმუმ 50%” სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო კიდევ დაიღუპება. ვაგნერის ჯგუფი პუტინთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენის სერგეი პრიგოჟინის მიერ დაარსებული კერძო სამხედრო კომპანიაა. რუსეთი მის მებრძოლებს უკრაინის ომში აქტიურად იყენებს.

მეტი...

ნაკლებად სავარაუდოა, ბელარუსი უკრაინაში შეიჭრას – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი უკრაინაში შეიჭრება. ექსპერტების შეფასებით, მაშინაც კი თუ ეს მოხდა, ბელარუსის არმია ვერ შეძლებს რაიმე მნიშვნელოვანი ოპერატიული წარმატების მიღწევას. ,,როგორიც არ უნდა იყოს ამ საინფორმაციო ოპერაციების მიმდინარეობა, ბელარუსის უკრაინაში შეჭრა წარმოუდგენლად ნაკლებად სავარაუდოა. უფრო მეტიც, მინსკის ხელთ არსებული უკიდურესად შეზღუდული ეფექტური საბრძოლო ძალაუფლების გათვალისწინებით, ბელარუსის ინტერვენცია უკრაინაში ვერ შეძლებს უკრაინის სახმელეთო ძალების დროებით დაშორებას ფრონტის სხვა ხაზებიდან”, – ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშში. ანალიტიკოსების თქმით, რომ რუსეთის ოფიციალური პირები მუდმივად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს შესაძლოა, ბელარუსის სახმელეთო ჯარები შეუერთდნენ რუსეთის ომს უკრაინაში. მათივე თქმით,…

მეტი...

აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს – ვარჰეი

ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს. როგორც ევროკომისარი სოციალურ ქსელში წერს, ელექტროენერგიის კაბელი საქართველოს და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც მწვანე ენერგიის ევროპაში ექსპორტს უზრუნველყოფს და ორმხრივ მედეგობას გააძლიერებს. მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო გეგმა ასევე მოიცავს სატრანსპორტო პროექტებს და სავაჭრო მარშრუტების გაძლიერებას.

მეტი...

,,რუსების ტყვეობაში ოლქის 232 მცხოვრები რჩება”- ზაპოროჟიეს გუბერნატორი

ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხის ინფორმაციით,  რუს ოკუპანტებს მძევლად ჰყავთ რეგიონის 230-ზე მეტი მცხოვრები. “ომის 9 თვის განმავლობაში დაფიქსირდა ადამიანის უფლებების დარღვევისა და ძალადობის არაერთი ფაქტი. 573 ჩვენმა თანამემამულემ გაიარა რუსეთის ტყვეობა, 232 კვლავ მძევლად რჩება”, – წერს სტარუხი ტელეგრამზე. ცნობისთვის, 6 დეკემბერს უკრაინამ ტყვეობიდან 60 ჯარისკაცი დააბრუნა, მათ შორის მარიუპოლის დამცველები.

მეტი...

,,ვკვდები, ძალიან ცოტა დრო დამრჩა”- სააკაშვილი მაკრონს მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს წერილით მიმართავს და დახმარებას სთხოვს. სააკაშვილი წერს, რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა. ,,მთელი ცხოვრება ვიბრძოდი საქართველოსა და უკრაინაში თავისუფლებისა და რეფორმებისთვის. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. პუტინი თავის ერთ-ერთ მთავარ მტრად მთვლის, ის საჯაროდ დამპირდა რომ მომკლავდა, მე ციხეში გამიშვეს, ვკვდები, ძალიან ცოტა დრო დამრჩა”, – წერს სააკაშვილი.

მეტი...

პერუში, ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ორი არასრულწლოვანი მოკლეს

პერუში ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ორი არასრულწლოვანი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, აქციების დროს ოთხი ადამიანი დაშავდა. მედიის ცნობით, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ანდაჰუაილასში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პერუს დედაქალაქში აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გასულ კვირას, პერუს საკანონმდებლო ორგანომ გადააყენა მემარცხენე პრეზიდენტი, პედრო კასტილო, მას შემდეგ, რაც მან კონგრესის დაშლა სცადა. პერუს ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია. დინა ბოლუარტემ, ყოფილმა პროკურორმა, რომელიც კასტილოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა, მალევე დადო ფიცი მის ნაცვლად. პერუს ახალმა პრეზიდენტმა ახალი კაბინეტი წარადგინა და პრემიერ-მინისტრად ყოფილი პროკურორი, პედრო ანგულო დაასახელა. დემონსტრანტებმა კონგრესის დაშლა, ვადამდელი არჩევნები და ახალი კონსტიტუცია, ასევე კასტილიოს დაუყოვნებლივ გათავისუფლება…

მეტი...

ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და  აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ზელენსკიმ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის აღმოჩენილი უპრეცედენტო თავდაცვისა და ფინანსური დახმარებისთვის. საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აშშ-ის დახმარების მნიშვენლობას უკრაინის ენერგეტიკული სისტემის აღდგენის კუთხით. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტ ბაიდენს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.

მეტი...

,,უკრაინას მივეცით იარაღი, მაგრამ მივხვდით, რომ ჩვენი სამხედრო მარაგი ამოიწურა”- ჯოზეფ ბორელი

,,უკრაინას ჩვენ იარაღი მივეცით, მაგრამ მივხვდით, რომ ჩვენი სამხედრო მარაგი ამოიწურა,” – ამის შესახებ  ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის ბლოგშია ნათქვამია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გააგრძელოს უკრაინის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დახმარება რუსეთის უკან დასახევად და ეს დახმარება უკრაინის გამარჯვებამდე არ უნდა შეჩერდეს. „ევროპელები აშკარად ზრდიან თავდაცვის ხარჯებს და შესაძლებლობებს. ამის შესახებ ევროპის თავდაცვის სააგენტოს ანგარიშშია ნათქვამი. ეს ძალიან საჭიროა, რადგან ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ერთად მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ, რათა მოვამზადოთ ევროპული არმიები უფრო საშიში სამყაროს წინაშე“, – აღნიშნულია  ბორელის ბლოგში.

მეტი...

რომში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა – დაიღუპა 3 და დაიჭრა 4 ადამიანი

იტალიაში, რომში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ქალი გარდაიცვალა, ოთხი ადამიანი კი დაიჭრა. შემთხვევა ჩრდილოეთ რომში, ერთ-ერთ ბინაში მცხოვრებთა შეხვედრის დროს მოხდა.57 წლის ეჭვმიტანილმა კლაუდიო კამპიმ ცეცხლი, სავარაუდოდ, საბინაო დავის გამო გახსნა. იტალიური მედიის ინფორმაციით, რომ ის ჩართული იყო მაცხოვრებელთა ასოციაციასთან უამრავ დავაში. სამართალდამცავებმა კლაუდიო კამპი დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მეგობარი იყო.

მეტი...

,,ვემზადებით ჩვენი სამშვიდობო ფორმულის განსახორციელებლად”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახალი კვირა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან დაგეგმილია დიდი შვიდეულის ფორმატის შეხვედრა, უკრაინის აღდგენის კონფერენცია საფრანგეთში და შეხვედრა ევროკავშირში. როგორც ზელენსკი ვიდემიმარვაში აღნიშნავს, ფრანგ კოლეგასტან საკმაოდ გრძელი და ძალიან ინფორმატიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა. „ველაპარაკე პრეზიდენტ მაკრონს. ეს იყო საკმაოდ გრძელი საუბარი, საათზე მეტი და ძალიან ინფორმატიული. თავდაცვა, ენერგეტიკა, ეკონომიკა, დიპლომატია… ვაკოორდინირებთ ნაბიჯებს, ვემზადებით ჩვენი სამშვიდობო ფორმულის განსახორციელებლად. ამას პრეზიდენტი მაკრონი მხარს უჭერს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვესაუბრე თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს. როგორც ყოველთვის, ძალიან კონკრეტული საუბარი იყო, იმაზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ უკრაინისა და…

მეტი...

აჭარაში მამამთილმა რძალი მოკლა – დაკავებულია ერთი პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ლ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციშია ნათქვამი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა 1982 წელს დაბადებული თ. ჯ. პოლიციამ ლ.ბ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აჭარაში, ხელვაჩაურის…

მეტი...