სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები სტრასბურგში ევროპარლამენტარებს შეხვდებიან

ყურადღების ცენტრშია სტრასბურგი. რამდენიმე წუთში ევროპარლამენტში, სანდრა რულოვსი, ედუარდ სააკაშვილი, გიული ალასანია  და მესამე  პრეზიდენტის  ამერიკელი ადვოკატი საერთაშორისო მედიას და ევროპარლამენტარებს შეხვდებიან.

ხვალ სააკაშვილის საქმეზე საგანგებო მოსმენაა დაგეგმილი, რის შემდეგაც დაამტკიცებენ  რეზოლუციას, რომლის ტექსტშიც შევა შესწორებები. უფრო კონკრეტულად კი ჩაიწერება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა   კრიტიკულია და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჩამონათვალშია სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

მსგავსი თემები