ევროპარლამენტარი, ჰუმანიტარული სტატუსით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელმაც სტრასბურგში, მიხეილ სააკაშილის ოჯახთან ერთად ბრიფინგი გამართა, პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს.

„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტები და მოაგვარონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძალიან ტრაგიკული შემთხვევა. მივმართავთ მთავრობას, გაათავისუფლოს პატიმარი ჰუმანიტარულ საფუძველზე და ეს იქნება გაწერილი რეზოლუციაში, რომელსაც მიიღებს ევროპული პარლამენტი ოთხშაბათს“, – განაცხადა ევროდეპუტატმა ევროპარლამენტში სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად.

“პატიმრობის დაწყებიდან არაჯეროვნად მკურნალობენ, 6 თვეა საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა გაუარესდა” – სააკშვილის შვილი ევროპარლამენტიდან

მსგავსი თემები