,,ვმუშაობთ აქტიურად მთელი ქვეყნის „მასტერპლანზე“- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ასევე ვმუშაობთ აქტიურად მთელი ქვეყნის „მასტერპლანზე“ ანუ გენგეგმაზე. აუცილებელია, რომ დაიგეგმოს მთელი ქვეყანა, რომ აღარ იყოს ქაოტური განვითარება,”-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

„ჩვენ ყველა ქალაქის გენგეგმას გავამზადებთ, ბატონი ლევან დავითაშვილის უწყება აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. გვინდა, რომ ჩამოვიყვანოთ მაგარი კომპანიები, ყველაზე წარმატებული უცხოური ევროპული კომპანიები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ჩვენს ქართულ კომპანიებთან ერთად და დაიდება ერთხელ და სამუდამოდ მთელი ქვეყნის განვითარების გეგმა, ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი,“- აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები