„ოპერაცია ჩატარებული აქვს…საქართველოში ჩამოსვლამდე ჩაიტარა”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ილია ლომიას განცხადებით,  ექსპრეზიდენტმა ოპერაცია 2021 წელს გაიკეთა. მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გახდება ცნობილი რა სახის ოპერაცია აქვს გაკეთებული სააკაშვილს.

„ოპერაცია ჩატარებული აქვს. დეტალებზე ვისაუბრებთ 14 დეკემბერს სასამართლო განხილვის პროცესში. საქართველოში ჩამოსვლამდე ჩაიტარა. რასთან არის ეს დაკავშირებული გაჟღერდება ჩვენს შუამდგომლობაში.

როგორც სამედიცინო დოკუმენტებშია ასახული, ამ ოპერაციას არ უკავშირებენ მის წონაში დაკლებას. არის უამრავი ფაქტორები, რომელიც გაჟღერდება. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არც „ვივამედი“ უკავშირებს და არც ის ექიმ-ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს გამოკვლევები, როგორც ინსტრუმენტალური და ასევე, ლაბორატორიული, მათ დეტალურად აქვთ ასახული მათ თავიანთ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში,”- აღნიშნა ადვოკატმა.

მსგავსი თემები