„ქართული ოცნება“ ოპოზიციის წარმომადგენლებს სახალხო დამცველობის კანდიდატთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას ხვალინდელ შეხვედრაზე გააცნობს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახალხო დამცველობის კანდიდატთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ხვალ შეხვედრას გამართავენ, რა დროსაც ოპონენტებს უმრავლესობის პოზიციას გააცნობენ.

„ხვალ შეხვედრა გვექნება ომბუდსმენის საკითხთან დაკავშირებით. სხვა საკითხებთან შედარებით, ყველაზე დიდი დრო ამ მიმართულებას დაეთმო, თუმცა დღეს გარკვეულ პოზიციას არ გავახმოვანებ, რადგან არ გვინდა, ჩვენმა კოლეგებმა, რომლებთანაც საუბარი გვაქვს ხოლმე ამ საკითხებთან დაკავშირებით, მედიის საშუალებით გაიგონ. ხვალ გვექნება შეხვედრა, ჩვენ მათ უმრავლესობის პოზიციას გავაცნობთ. ამის შემდეგ უკვე გავახმოვანებთ იმ პოზიციას, რომელიც დღეს იქნა უმრავლესობის სხდომაზე შეჯერებული, რათა ვერსიის სახით მიეწოდოს ჩვენს ოპონენტებს, რომ რამენაიარად შევძლოთ ომბუდსმენის საკითხზე შეთანხება. ხვალ გარკვეული პოზიციები გამოიკვეთება და შემდეგ მოგახსენებთ ამის შესახებ.

უმრავლესობა გარკვეულ პოზიციას დააფიქსირებს. მე და მიხეილ სარჯველაძე შევხდებით ჩვენს ოპონენტებს ხვალ, გავაცნობთ უმრავლესობის პოზიციას. ვფიქრობ, ამან შეიძლება, დამატებითი სტიმული მისცეს ოპოზიციას გარკვეულ კონსენსუსთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები