,,ვიბრძოლებთ, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური”- იაგო ხვიჩია

,,არ ვაპირებთ ბრძოლას „ბიბლიური თავისუფლების“ გადარჩენისთვის, ვაპირებთ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, უანგაროდ ეხმარებოდნენ მოქალაქეებს, რომლებსაც არ უნდოდათ იძულებით რაღაცის კეთება.

„უანგაროდ ვეხმარებოდით მოქალაქეებს, რომლებსაც არ უნდოდათ იძულებით რაღაცის კეთება, იმის ნაცვლად, რომ მადლობები მიგვეღო, მივიღეთ ძირითადად, ლანძღვა-გინება, ვერც ხალხისგან მივიღეთ მხარდაჭერა, იმის მიუხედავად, რომ უამრავ ადამიანს დავეხმარეთ. ამ პროცესს ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და გვაინტერესებს, სადამდე წავა ეს ამბავი, თუმცა, არ ვაპირებთ ბრძოლას “ბიბლიური თავისუფლების” გადარჩენისთვის, ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით ამას, რაც ავტომატურად გამოიწვევდა “ბიბლიური თავისუფლების” გაუქმებას. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ეს თემაა – ტოვებს თუ არა სახელმწიფო ხალხის იძულებით ჯარში წაყვანის მექანიზმს და თუ ტოვებს, ჩვენ ამით პასუხი იმით არ უნდა გავცეთ, რომ შევინარჩუნოთ “ბიბლიური თავისუფლება”, ამაზე პასუხი უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა, რომელსაც ძალით სადმე წასვლა არ უნდა. ჩვენ ხალხს ყველაფრით დავეხმარებით, მაგრამ არ ვიბრძოლებთ “ბიბლიური თავისუფლების” გადასარჩენად, პირიქით, ქართველ ხალხს ვეცდებით გასაგებად ავუხსნათ, რომ არც აქამდე გვიკეთებია ანტიქართული საქმე, არც აქამდე ვყოფილვართ “სექტანტები” , რასაც გვეძახდნენ, ძალიან ქრისტიანულ და მართლმადიდებლურ საქმეს ვაკეთებდით. ვეცდებით ხალხს ავუხსნათ, რა მოხდება თუ ბიბლიური თავისუფლება გაუქმდება და დარჩება სავალდებულო სამხედრო სამსახური,”- განაცხადა ხვიჩიამ.

,,ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა შენი ქვეყნის რა შეიძლება იყოს? ასე რომ ეს საკითხი მოგვარებულია”- პრემიერი „გირჩის“ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაზე – (mcm.ge)

მსგავსი თემები