,,ომის და სიკვდილის პარტიას უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა, სანაცვლოდ მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა”- პრემიერი

,,ომის და სიკვდილის პარტიას უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და სანაცვლოდ მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზული პროგრესი გვაქვს, ეს განაპირობა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ. რაც მთავარია, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 30 მილიარდი ლარით გაიზარდა ბოლო 2-3 წელში. გაისად მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 80 მილიარდი ლარი.

სერიოზული პროგრესია. ეს განაპირობა, კიდევ ვიმეორებ, არავის ვაყვედრით, მაგრამ ეს უნდა იცოდეს ყველამ, განსაკუთრებით იმ ექსტრემისტებმა, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას გეგმავდნენ, ომის და სიკვდილის პარტიამ. მათ უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და სანაცვლოდ მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ზედიზედ ორი წელია უკვე და ის პროგრესი, რაზეც ვისაუბრე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი თემები