,,რუსეთმა უკვე წააგო ომი”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთმა უკვე წააგო ომი და მობილიზაცია მხოლოდ აჭიანურებს მის დამარცხებას.

,,რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი – მობილიზაცია მხოლოდ აჭიანურებს მის დამარცხებას. მას შემდეგ რაც უკრაინა გაათავისუფლებს ტერიტორიებს და ოფიციალურად დაფიქსირდება რუსეთის ფედერაციის მარცხი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ განმეორდეს რუსული აგრესია. ეს მარტივია: სპეციალური ტრიბუნალი, სასჯელი ომის ავტორებისთვის და უკრაინის მიღება NATO-ში,”- წერს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები