„როდესაც პუტინი მოკვდება, ომი დასრულდება” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როდესაც პუტინი მოკვდება, ომი დასრულდება. უკრაინის პრეზიდენტმა ეს განცხადება „ნეტფლიქსზე“ დევის ლეტერმანთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

ლეტერმანმა მას ჰკითხა, გაგრძელდება თუ არა ომი, თუ ვლადიმერ პუტინი მოულოდნელად მოკვდება, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა: „არა. ომი არ იქნება. ავტორიტარული რეჟიმი საშიშია. არსებობს დიდი რისკი. არ შეიძლება, ყველაფერი ერთ ადამიანეზე იყოს დამოკიდებული. ამიტომ როდესაც ადამიანი მიდის, ინსტიტუტები ჩერდება. ასეთი დრო იყო საბჭოთა კავშირის დროს. ყველაფერი გაჩერდა. ვფიქრობ, თუ პუტინი არ იქნება, მათ გაუჭირდებათ. ისინი შიდა პოლიტიკით დაკავდებიან და არა საგარეოთი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსები იბრძოლებენ დემოკრატიისთვის, როდესაც მიხვდებიან, რომ დადგა სრული იზოლაცია.

მსგავსი თემები