,,ვერაფერს ვიტყვი, ვისი იმედი ჰქონდა სააკაშვილს, როდესაც დაბრუნებაზე მიიღო გადაწყვეტილება”- სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილი განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლაზე მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება შეცდომა იყო. მისი თქმით, ახლა ეს საკითხი მეორეხარისხოვანია.

„ვერაფერს ვიტყვი იმის თაობაზე, ვისი იმედი ჰქონდა სააკაშვილს, როდესაც დაბრუნებაზე მიიღო გადაწყვეტილება. შემიძლია, გავიმეორო ჩვენი პოზიცია – მიგვაჩნია, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. პირველი გადაუდებელი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა. ვფიქრობ, დანარჩენს საზოგადოებას თავად ეტყვის მიხეილ სააკაშვილი, როცა ამის დრო მოვა, მაგრამ ფაქტი ერთია, როგორც ჩანს, შეცდომაში შეიყვანეს. გამიჭირდება, გითხრათ, ეს გამიზნული იყო, თუ იყო შეცდომა იმ ადამიანების, ვინც ამაში მონაწილეობდნენ, მაგრამ იმედი მაქვს, საზოგადოება მეტს გაიგებს მომავალში. ამაზე ინტერესი ძალიან დიდია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი თემები