ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შემდეგ პროცესზე დისტანციურად ჩაერთვება

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძე განცხადებით, მომდევნო პროცესზე, რომელიც 14 დეკემბერს დაინიშნა, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტიც ჩაერთვება.

მისი თქმით, სააკაშვილი საქმეზე ჩვენებას 30 მოწმე მისცემს, რასაც შესაძლოა, 5 სხდომაც კი დასჭირდეს.

„სასამართლომ იმსჯელა, მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ სამსახურს დაავალებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩართონ კლინიკიდან, ვინაიდან მისი ტრანსპორტირება ვერ ხერხდება. სასამართლოს მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია. ტექნიკურად ეს ყველაფერი რომ მოგვარდეს, ვინაიდან ის საავადმყოფოშია, 2 კალენდარული სამუშაო დღეა განსაზღვრული. ჩვენ სასამართლო პროცესზე მარიამ ჯიშკარიანის მიერ შესრულებული საექსპერტო დასკვნის ინგლისური ვერსია წარვადგინეთ, რასაც ამერიკელი და ინგლისელი ექსპერტები აწერენ ხელს. ქართული ვარიანტი ჯერ კიდევ, პირველ დეკემბერს იქნა სასამართლოში შეტანილი. გარდა ამისა, წარდგენილი იქნა სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ მიერ ბოლო 3-4 დღეში იქნა მოპოვებული. ასევე, მტკიცებულებები წარადგინა სახალხო დამცველმა, ამის გაცნობას დრო ჭირდება. 21 ტომი საქმეა დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი, 30 მოწმეა დასაკითხი”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები