,,თმის ღერში აღმოჩენილია სამი მძიმე მეტალი”- მარიამ ჯიშკარიანი

,,თმის ღერში აღმოჩენილია სამი მძიმე მეტალი – ვერცხლისწყალი, ბისმუტი და ბარიუმი”,- ამის შესახებ “ემპათიას” ხელმძღვანელმა განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილი არის ინტოქსიკაციის მსხვერპლი, ასეთ დასკვნამდე ცენტრი “ემპათია” კი რამდენიმედღიანი კვლევისა და მსჯელობის შემდეგ მივიდა.

,,ძალიან დიდი ალბათობით და შემდგომ მტკიცებულებებს კიდევ ველოდებით, მიხეილ სააკაშვილი არის ინტოქსიკაციის მსხვერპლი. იგი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და შესაძლებელია სიკვდილის მცდელობასაც და მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის მიიღოს ზომა და დღესვე შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი,”- განაცხადა ჯიშკარიანმა.

მსგავსი თემები