„კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის“- მეთიუ მილერი

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. მისი თქმით, აშშ აღნიშნილი პოზიციის ახსნას გააგრძელებს, გადაწყვეტილება კი საქართველომ უნდა მიიღოს. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის. ჩვენ ამის ახსნას გავაგრძელებთ და ისინი გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

მეტი...

„ძალადობაზე თვალის დახუჭვა ახალისებს ძალადობას“- პედაგოგების სოლიდარობა აფხაზვას

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდა მასწავლებებლები ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებენ. მათთვის სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების გამო ძალადობა კატეგიორიულად მიუღებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით პედაგოგებმა განცხადება გაავრცელეს.  განცხადებას 600-მდე მასწავლებელი აწერს ხელს. ხელმომწერი მასწავლებლები, ასევე აღნიშნავენ, რომ “ძალადობაზე თვალის დახუჭვა ახალისებს ძალადობას, “ასეთ გარემოში კი არავინ არის დაცული”. „მასწავლებელი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა იყოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე და თავისი მოსწავლეებისთვის მაგალითის მიმცემი. სწორედ ასეთი ადამიანია ლადო აფხაზავა. მიგვაჩნია, რომ გუშინდელ დღეს მომხდარი ძალადობა სახიფათო პრეცედენტია, რომელიც ახალისებს ძალადობას აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე მასწავლებლების წინააღმდეგ. კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ნებისმიერი ადამიანის მიმართ განხორცილებული ძალადობა მისი სამოქალაქო და…

მეტი...

„შაკირას დონის ქორეოგრაფია“- რას წერს ქართველ კონკურსანტზე BBC

„ნუცას სცენაზე წარდგენის უდიდესი ნიჭი და შაკირას დონის ქორეოგრაფია აქვს”, – წერს BBC. ევროვიზიის კონკურსისა და მისი მონაწილეების შესახებ სტატიას აქვეყნებს ბრიტანული მაუწყებელი. BBC ქართველ მომღერალზე ნუცა ბუზალაძეზეც წერს და ამბობს, რომ მას ფინალში გასასვლელად საკმარისი უნარები აქვს. “კონკურსანტს შარშანდელი American Idol-იდან, სადაც კაილი მინოუგთან ერთად წარდგა – ნუცას სცენაზე წარდგენის უდიდესი ნიჭი და შაკირას დონის ქორეოგრაფია აქვს”, – ვკითხულობთ სტატიაში. ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება. ბუზალაძე, საქართველოს სახელით, ნახევარფინალში 9 მაისს იმღერებს.

მეტი...

რუსეთმა „უცხოური აგენტების“ რეესტრში შეყვანილ პირებს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

რუსეთის დუმამ „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების მიხედვით, „უცხოური აგენტების“ რეესტრში შეყვანილი პირები, ასევე ექსტრემისტული ან ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართული პირები კანდიდატები ან არჩევნების დამკვირვებლები ვერ იქნებიან. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. აღნიშნული ცვლილებები დუმამ მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონის მიხედვით, უცხოელი აგენტის სტატუსის მქონე პირებს კანდიდატად დარეგისტრირება არჩევნების ყველა დონეზე ეკრძალებათ. კანონში ცვლილებების შეტანას მხარი 450-დან 409 დეპუტატმა დაუჭირა.  

მეტი...

7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. გადაწყვეტილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

მეტი...

ვერაზე მომხდარ სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერაზე მოხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე, 5 ნომერში  მეზობლებს შორის კონფლიქტს 4-მდე გასროლა მოჰყვა. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ დაპირისპირება ძაღლის გამო მოხდა, ხოლო მეორე ვერსიით, აივნიდან გაისროლეს, კონფლიქტის მონაწილეების დასაშლელად. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სროლა თბილისის ცენტრში – ვერაზე პოლიციაა მობილიზებული  

მეტი...

“კი ევროპას, არა – რუსულ კანონს”- მსვლელობა ბათუმში

“კი ევროპას, არა – რუსულ კანონს” – ბათუმში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროპექტის წინააღმდეგ მსვლელობა მიმდინარეობს. ახალგაზრდები ბათუმის უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ. „ბრძოლა იქნება იქამდე, სანამ ხელისუფლება არ მოუსმენს ხალხს და არ გაიწვევს რუსულ კანონს „- ამბობენ აქციის მონაწილეები. ორ კვირაზე მეტია თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალქებში აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ.

მეტი...

შიდა ქართლში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

შიდა ქართლში, სოფელ ტინისხიდის სასაფლაოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ბავშვი კი მძიმედ დაშავდა. ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და დაგორებული მანქანა  ქვეით დედა-შვილს დაეჯახა. დაშავებულ 6 წლის ბავშვი  თბილისში გადაიყვანეს.

მეტი...

სი ძინპინი ემანუელ მაკრონსა და ურსულა ფონ დერ ლაეინს შეხვდა

„ჩინეთი გააგრძელებს საფრანგეთთან თანამშრომლობას ურთიერთობების განვითარების ახალი პერსპექტივების გასახსნელადჩინეთი გააგრძელებს გახსნილობის გაზრდას საფრანგეთთან და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებით ჩინეთი გააძლიერებს კავშირებს და კოორდინაციას საფრანგეთთან, რათა შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა“ – აცხადებს საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი. როგორც სი ძინპინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან  და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას აღნიშნა,  ევროკავშირსა და ჩინეთს უფრო ახლო კავშირები უნდა ჰქონდეთ. ჩინეთი მზადაა შეუერთდეს საფრანგეთს იმ სულისკვეთების შესანარჩუნებლად, რომელიც ხელმძღვანელობდა ორ ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას 60 წლის წინ და გახსნას ახალი პერსპექტივები და გააგრძელოს მათი წინამორბედები. მისი თქმით,…

მეტი...

სროლა თბილისის ცენტრში – ვერაზე პოლიციაა მობილიზებული

ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე, 5 ნომერში პოლიციაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით მეზობლებს შორის კონფლიქტს 4-მდე გასროლა მოჰყვა. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ დაპირისპირება ძაღლის გამო მოხდა, ხოლო მეორე ვერსიით, აივნიდან გაისროლეს, კონფლიქტის მონაწილეების დასაშლელად. დაჭრილი არავინაა. პოლიციას არავინ დაუკავებია.

მეტი...

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას რომში იტალიელი პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ

რუსული კანონის წინააღმდეგ, რომში გამართულ ემიგრანტების აქციას იტალიელი პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ,,ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, რომლებიც ითხოვენ არჩევანის თავისუფლებას. ჩვენ გვესმის რამდენად რთულია სიტუაცია იქ და ისიც ვიცით, რომ ასეთი რთული სიტუაცია იყო საუკუნეების განმავლობაში. იმიტომ, რომ თქვენ ხართ ბევრი სხვადასხვა კულტურის შუაგულში. ჩვენ თქვენგან ვსწავლობთ რას ნიშნავს იყო ევროპელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა აქ რომში ვართ. დემოკრატია ზოგჯერ კარგად არ მუშაობს, მაგრამ ეს უკეთესია, ვიდრე იყოს ერთი ადამიანი, რომელიც შენს მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს. ამიტომ, წარმატებებს გისურვებთ და მოგიწოდებთ, რომ იყოთ მაქსიმალურად მშვიდობიანები. ჩვენ ვეცდებით,…

მეტი...

პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების ბრძანება გასცა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურმა შტაბმა, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლებისთვის მზადება დაიწყო. წვრთნები ,,დასავლეთის ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებებისა და მუქარის პასუხად მალე გაიმართება” – აცხადებენ რუსეთში, თუმცა ზუსტად არ არის მითითებული რა განცხადებებზეა საუბარი. არ სახელდება არც წვრთნების ადგილმდებარეობა. მოგვიანებით კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ წვრთნები დაკავშირებულია უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ დასავლეთის განცხადებებთან.

მეტი...

,,ერთად მივაგოთ პატივი ჩვენს გმირებს!” – 20:00-ზე მოქალაქეები გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან

,,ერთად მივაგოთ პატივი ჩვენს გმირებს!” – დღეს, 20:00 საათზე, მოქალაქეები გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან. ინფორმაციას “თავისუფალი საზოგადოება” ავრცელებს. ,,შევიკრიბოთ და წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული გმირების მემკვიდრეობასა და ღირსებას ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ჭეშმარიტად აღსდგება! ერთობით ყველაფერს შევძლებთ! 6 მაისი, 20:00 საათი, გმირთა მემორიალი”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სოსო გუგუტიშვილი, დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სოსო გუგუტიშვილი დაიღუპა. ინფორმაციას ჯგუფის მებრძოლის დაღუპვის შესახებ, ქვედანაყოფი „შავი არწივი“ ადასტურებს. სოსო გუგუტიშვილი ავდეევკის მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა. „ავდეევკის მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა ქვედანაყოფი „შავი არწივის“ მებრძოლი სოსო გუგუტაშვილი, ქვედანაყოფი შავი არწივი ოჯახს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს. ბრძოლა გრძელდება სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!!!!“, – წერს ქვედანაყოფი ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში.

მეტი...

„არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან“ – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი რითაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავებას ეხმაურება. „ეგრეთ წოდებული ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან – არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის…. და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ”, – აცხადებს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.  

მეტი...

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია და მორწმუნეებს ოთხშაბათსა და პარასკევს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ. ბრწყინვალე შვიდეულის ყველა დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ. წელს ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს გიორგობის დღესასწაული დაემთხვა.

მეტი...

იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი პირი, ვინც ლადო აფხაზავას თავს დაესხა

იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც ლადო აფხაზავას თავს დაესხა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგის დაშინება, სავარაუდოდ, ხელისუფლებამ ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების მძღოლს, კობა ფიფაიშვილს, დაავალა. თავდამსხმელი პედაგოგს ლანჩხუთში, საცხოვრებელ სახლთან გუშინ, 5 მაისს, დახვდა და ფიზიკური ანგარიშსწორება წინასწარ მომზადებული ხის ჯოხით სცადა. თავდასხმაში მის გარდა კიდევ 2 ადამიანი მონაწილეობდა. ,,სადარბაზოში ჩავედით, ეზოში გავედით და მანქანამ შემოუხვია, ეზოში შემოვიდა, ჩაწეული ჰქონდა ფანჯრები და დაიწყეს შე ნაციონალო და გინებები. მოვიდნენ და ხის ჯოხები დაიკავეს ხელში. ცოტა არ იყოს უკვე მივხვდი, რომ გამიზნულად დამესხნენ თავს. მე არ მეგულება ადამიანი, რომ…

მეტი...

ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში, ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა. განხორციელდა 115 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. 100-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიო გრანდე დუ სოლის რეგიონში მოსახლეობა საკვებისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. წყალდიდობის შედეგად რეგიონებში საავტომობილო გზები და ხიდები განადგურდა. რეგიონში იმყოფებოდა ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა, რათა ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამაშველო სამუშოების მიმდინარეობის პროცესი განეხილა. სამაშველო პროცესში მოხალისეებიც არიან ჩართულნი.

მეტი...

შვედეთში მცხოვრებმა ქართველებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს

შვედეთში მცხოვრებმა ქართველებმა 5 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. იქ მცხოვრები ქართველები, უკრაინელებთან ერთად, სტოკჰოლმში შეიკრიბნენ. შეგახსენებთ, რომ 1 მაისს პარლამენტმა “ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებული რუსული კანონი მეორე მოსმენით, საზოგადოების მასშტაბური პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ფონზე მიიღო. მას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 23 წავიდა.

მეტი...

წელს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლა­ვებ­ზე გას­ვლის დღე გიორგობას ემ­თხვე­ვა – საპატრიარქოს პოზიცია

საპატრიარქოს ინფორმაციით, გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს. ,,მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი წე­სით, მიც­ვა­ლე­ბულ­თა მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად და საფ­ლავ­ზე გა­სას­ვლე­ლად ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლის შემ­დე­გი სამ­შა­ბა­თია დად­გე­ნი­ლი. აღ­დგო­მის შემ­დეგ ორ­შა­ბათს კი, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა მრევლს საფ­ლა­ვებ­ზე გას­ვლის კურ­თხე­ვა იმის გამო მის­ცა, რომ აღ­დგო­მა გლო­ვის დღედ არ აქ­ცი­ონ. წელს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლა­ვებ­ზე გას­ვლის დღე წმ. გი­ორ­გის დღე­სას­წა­ულს ემ­თხვე­ვა. არა­ნა­ი­რი აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს, რომ გი­ორ­გო­ბის გამო მო­სახ­ლე­ო­ბა თა­ვი­სი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის საფ­ლა­ვებ­ზე არ გა­ვი­დეს”, – აცხა­დე­ბენ სა­პატ­რი­არ­ქო­ში.

მეტი...

სი ძინპინი საფრანგეთში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საფრანგეთში ჩავიდა. ის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, შეხვდება. ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სი ძინპინი წერს, რომ საფრანგეთში სამი გზავნილით ჩავიდა: პეკინი მზადაა გახსნას “ახალი ხედები” საფრანგეთთან ურთიერთობაში, მსოფლიოსთვის უფრო ფართოდ გაიხსნას და შეინარჩუნოს მსოფლიო მშვიდობა და სტაბილურობა. ის იმედოვნებს, რომ ევროპაში სტაბილურობა მალე დაბრუნდება. 2019 წლის შემდეგ ეს ჩინეთის ლიდერის პიველი ვიზიტია ევროპაში. საფრანგეთის შემდეგ სი ძინპინი სერბეთსა და უნგრეთში გამგზავრება.

მეტი...

ავარიას ბათუმში 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა 7 წლის ბიჭი. დაღუპულის მამა და მეორე შვილი კი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში არიან გადაყვანილები. ავტოსაგზაო შემთხვევა ბაგრატიონის და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა. BMW-ს ტიპის ავტომანქანა ტაქსის შეეჯახა. დაზიანდა პარკინგზე მდგომი 2 სხვა ავტომანქანაც. თვითმხილველის თქმით, შეჯახების შედეგად ჯამში ოთხი ადამიანი გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში.

მეტი...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება. საქართველოში გიორგობას ორჯერ აღნიშნავენ. 6 მაისი დიდმოწამე გიორგის აღსრულების, ხოლო 23 ნოემბერი მისი ბორბალზე წამების დღეა. ეკლესია წმინდა გიორგის მხედართა, მიწის მოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად მიიჩნევს. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა, ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა, რის გამოც ის ბორბალზე გააკრეს. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი 30 წლისა ეწამა. ის ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც უძლეველი ზეციური მხედარი. წმინდა გიორგი…

მეტი...

ნიუ-იორკში, მილანსა და მიუნხენში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ჩატარდა

ნიუ-იორკში, მილანსა და მიუნხენში ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გაიმართეს. როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები ამბობენ, საქართველოს ადგილი ევროპაშია და არა რუსეთში, სადაც მას ,,ქართული ოცნება” მიაქანებს. ემიგრანტები ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ.

მეტი...

ციურიხში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ციურიხში, პოლიციამ ავეჯის ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავა. გერმანული მედიის ცნობით, ავეჯის მაღაზიის თანამშრომლებმა, საღამოს 22:30 საათამდე, ციურიხის პოლიციას მაღაზიაში შეჭრისა და იქ მყოფი პირის შესახებ შეატყობინეს. პოლიციის ცნობით, 44 წლის ქართველი კაცი შენობაში სავენტილაციო შახტის მეშვეობით შევიდა. პოლიციის მისვლის დროს ის ჯერ კიდევ შიგნით იმყოფებოდა და გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო. მას მაღაზიაში პოლიციის მოსამსახურე ძაღლმა მიაკვლია. დაკავებული პოლიციამ სამედიცინო შემოწმების შემდეგ დაკითხა და პროკურატურაში გადაიყვანა.

მეტი...

,,თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე” – ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” აფხაზავაზე

,,თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე,” – ამის შესახებ ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს: ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სახელით, ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ლადო არამხოლოდ გამორჩეული მასწავლებელი, არამედ გამორჩეული მოქალაქეა. მასზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება. ლადოს ვესაუბრეთ და საბედნიეროდ, ის და მისი ბავშვები კარგად არიან,” – წერია განცხადებაში.

მეტი...

Anonymous ამბობს, რომ 4 სამთავრობო ვებგვერდი გათიშა

Anonymous ამბობს, რომ ოთხი სამთავრობო ვებგვერდი გათიშა. ,,განახლებები: Anonymous-მა გათიშა საქართველოს მთავრობის სხვა ოფიციალური ვებგვერდები: ქართული ოცნების პარტია (41.ge); საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სამსახური (sda.gov.ge); საქართველოს რუკის დირექტორატი (maps.gov.ge); საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) ხალხს არ უნდა ეშინოდეს თავისი ხელისუფლების, ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს თავისი ხალხის”, – წერს Anonymous-ი X-ზე.

მეტი...