„შაკირას დონის ქორეოგრაფია“- რას წერს ქართველ კონკურსანტზე BBC

„ნუცას სცენაზე წარდგენის უდიდესი ნიჭი და შაკირას დონის ქორეოგრაფია აქვს”, – წერს BBC.

ევროვიზიის კონკურსისა და მისი მონაწილეების შესახებ სტატიას აქვეყნებს ბრიტანული მაუწყებელი. BBC ქართველ მომღერალზე ნუცა ბუზალაძეზეც წერს და ამბობს, რომ მას ფინალში გასასვლელად საკმარისი უნარები აქვს.

“კონკურსანტს შარშანდელი American Idol-იდან, სადაც კაილი მინოუგთან ერთად წარდგა – ნუცას სცენაზე წარდგენის უდიდესი ნიჭი და შაკირას დონის ქორეოგრაფია აქვს”, – ვკითხულობთ სტატიაში.

ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება. ბუზალაძე, საქართველოს სახელით, ნახევარფინალში 9 მაისს იმღერებს.

მსგავსი თემები