რუსულმა ძალებმა ხერსონში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს – არის მსხვერპლი

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, ხუთშაბათს საღამოს, საცხოვრებელი უბნის რუსული დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, 21 კი დაშავდა.

,,დღეს არის კიდევ ერთი საშინელი ფურცელი ჩვენი გმირი ქალაქის ისტორიაში. მხოლოდ საღამოს – 21 დაჭრილი და 7 გარდაცვლილი”, – წერს ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე.

ცნობისთვის, ხერსონის მისამართით რუსეთის არმიამ გუშინ ღამით რამდენჯერმე გახსნა ცეცხლი არტილერიიდან და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.

მსგავსი თემები