სი ძინპინი ემანუელ მაკრონსა და ურსულა ფონ დერ ლაეინს შეხვდა

„ჩინეთი გააგრძელებს საფრანგეთთან თანამშრომლობას ურთიერთობების განვითარების ახალი პერსპექტივების გასახსნელადჩინეთი გააგრძელებს გახსნილობის გაზრდას საფრანგეთთან და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებით ჩინეთი გააძლიერებს კავშირებს და კოორდინაციას საფრანგეთთან, რათა შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა“ – აცხადებს საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი.

როგორც სი ძინპინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან  და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას აღნიშნა,  ევროკავშირსა და ჩინეთს უფრო ახლო კავშირები უნდა ჰქონდეთ.

ჩინეთი მზადაა შეუერთდეს საფრანგეთს იმ სულისკვეთების შესანარჩუნებლად, რომელიც ხელმძღვანელობდა ორ ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას 60 წლის წინ და გახსნას ახალი პერსპექტივები და გააგრძელოს მათი წინამორბედები. მისი თქმით, ჩინეთი გააგრძელებს ღიაობის გაზრდას და თანამშრომლობის განვითარებას საფრანგეთთან და სხვა ქვეყნებთან. მან აღნიშნა, რომ ჩინეთ-საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებამ შექმნა ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და ხელი შეუწყო საერთაშორისო ურთიერთობების ევოლუციას დიალოგისა და თანამშრომლობისკენ.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი მიესალმება ქვეყანაში საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების კომპანიების ინვესტიციებს და გააგრძელებს ბაზრის ხელმისაწვდომობის გაფართოებას სატელეკომუნიკაციო, სამედიცინო და სხვა სერვისებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ პეკინს და პარიზს შეუძლიათ გააფართოვონ თანამშრომლობა ინოვაციების სფეროში და ერთობლივად შეუწყონ ხელი მწვანე განვითარებას. უკრაინაში სამხედრო კონფლიქტზე და პალესტინა-ისრაელის კონფლიქტზე საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორმა ქვეყანამ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა მათი მშვიდობიანი მოგვარების გზების მოსაძებნად.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით,  საერთაშორისო სიტუაცია ევროკავშირისა და ჩინეთის დიალოგს უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს. მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილება უკრაინის საკითხი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.

 

 

 

 

მსგავსი თემები