,,შვილებისგან მოშორებით ვცხოვრობ, ჩემი მეუღლე სამსახურში ცხოვრობს… გვენატრება დავსხდეთ და ვისაუბროთ”- ოლენა ზელენსკა

,,იმდენი საშინელი გამოწვევა გვქონდა, იმდენი მსხვერპლი, ნგრევა ვნახეთ, რომ უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება“,- ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა.

პირველმა ლედიმ ოჯახზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან იშვიათად ხედავენ ერთმანეთს.

„მე ჩემი შვილებისგან მოშორებით ვცხოვრობ, ჩემი მეუღლე – სამსახურში ცხოვრობს. როდესაც შეხვედრის ძალიან მოკლე მომენტები გვაქვს, ეს ბავშვებისთვის საკმარისი არ არის. ჩვენ ეს ალბათ ყველაზე მეტად გვენატრება. ჩვენ უბრალო რაღაცეები გვენატრება. გვენატრება, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ იმდენხანს, რამდენხანსაც გვინდა. ვისაუბროთ ყველაფერზე, უმნიშვნელოსა და მნიშვნელოვანზე, რაც ოჯახში ხდება“, – განაცხადა ზელენსკამ.

მსგავსი თემები