,,უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება…მზად ვართ გავუძლოთ”- ოლენა ზელენსკა

,,უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება,”- ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა ზამთარს გაუძლებს და გააგრძელებს ბრძოლას.

,,მზად ვართ, გავუძლოთ ამას. იმდენი საშინელი გამოწვევა გვქონდა, იმდენი მსხვერპლი, ნგრევა ვნახეთ, რომ უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება“, – განაცახადა უკრაინის პირველმა ლედიმ.

ოლენა ზელენსკმა გამოკითხვასაც ეხმიანება, რომლის  თანახმადაც,  უკრაინელების 90%  მზად არის იცხოვროს ელექტროენერგიის დეფიციტის პირობებში ორი-სამი წლის განმავლობაში, თუ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას დაინახავენ.

„იცით, ადვილია მარათონზე სირბილი, როცა იცი რამდენი კილომეტრია… ”ზოგჯერ შეიძლება ძალიან რთული იყოს, მაგრამ არის ახალი ემოციები, რომელიც გვეხმარება“, – განაცხადა ზელენსკამ.

 

მსგავსი თემები