ვერაზე მომხდარ სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერაზე მოხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე, 5 ნომერში  მეზობლებს შორის კონფლიქტს 4-მდე გასროლა მოჰყვა.

ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ დაპირისპირება ძაღლის გამო მოხდა, ხოლო მეორე ვერსიით, აივნიდან გაისროლეს, კონფლიქტის მონაწილეების დასაშლელად. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სროლა თბილისის ცენტრში – ვერაზე პოლიციაა მობილიზებული

 

მსგავსი თემები