,,რუსებმა არ იციან, როგორ იომონ, ერთადერთი, რაც შეუძლიათ, არის დატერორება”- ზელენსკი

,,ეს დამარცხებულების შურისძიებაა,”- ასე ეხემიანება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ხერსონის მისამართით ცეცხლის გახსნას. მისი თქმით, ასეთი ტერორი მაშინ დაიწყო, როგორც კი რუსეთის არმია იძულებული გახდა, ხერსონიდან დაქცეულიყო.

მის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა.

„თითქმის ყოველ საათში ერთხელ ვიღებ ინფორმაციას ოკუპანტების მიერ ხერსონზე მიტანილი დარტყმების შესახებ. ასეთი ტერორი დაიწყო მაშინვე, როგორც კი რუსეთის არმია იძულებული გახდა, გაქცეულიყო ხერსონიდან. ეს დამარცხებულების შურისძიებაა. არ იციან, როგორ იომონ. ერთადერთი, რაც შეუძლიათ, არის დატერორება. ან ენერგეტიკული ტერორი, ან საარტილერიო ან სარაკეტო. ეს არის ის, სადამდეც მოხდა რუსეთის დეგრადაცია მოქმედი მმართველების პერიოდში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები