“კი ევროპას, არა – რუსულ კანონს”- მსვლელობა ბათუმში

“კი ევროპას, არა – რუსულ კანონს” – ბათუმში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროპექტის წინააღმდეგ მსვლელობა მიმდინარეობს. ახალგაზრდები ბათუმის უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ.

„ბრძოლა იქნება იქამდე, სანამ ხელისუფლება არ მოუსმენს ხალხს და არ გაიწვევს რუსულ კანონს „- ამბობენ აქციის მონაწილეები.

ორ კვირაზე მეტია თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალქებში აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ.

მსგავსი თემები