,,ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, საქართველოს გავხდიდი არამარტო რეგიონის, არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად”- მამუკა ხაზარაძე

,,დაახლოებით ხუთ წელიწადში, ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, საქართველოს გავხდიდი არა მარტო რეგიონის, არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად,” – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა.

მისი თქმით, საქართველო იქნებოდა ადგილი, სადაც პირველი, ემიგრაციას და ემიგრანტებს, გაუჩნდებათ სურვილი სასწრაფოდ დაბრუნების.

„ამას ვლაპარაკობ მთელი პასუხისმგებლობით, ეს იქნებოდა და იქნება ადგილი, სადაც პირველი, ჩვენს ემიგრაციას და ჩვენს ემიგრანტებს, გაუჩნდებათ სურვილი სასწრაფოდ დაბრუნების საქართველოში და ამ პროცესში მონაწილეობის მიღების, რადგან მე დიდ ენერგიას და დიდ პოტენციალს სწორედ ამ ადამიანებში ვხედავ. ეს იქნება ადგილი, სადაც ინოვაცია, ტექნოლოგიები იქნება თავმოყრილი და ყველა ის ნიჭიერი ადამიანი, ჩვენი მოქალაქეები და უცხოელები აქ ჩამოვლენ მსგავსი პროექტების განსახორციელებლად, ეს ეხება IT-ის და სხვადასხვა ინოვაციურ ტექნოლოგიურ მიმართულებებს. საქართველო გახდება ნამდვილი კვანძი მისიით. პირველ რიგში, მისია უნდა დავიბრუნოთ, რომ საქართველოს გარეშე არაფერი მნიშვნელოვანი სამეზობლოსა და რეგიონში არ უნდა ხდებოდეს“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

 

მსგავსი თემები