საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული, ოთახში გამოკეტა – მკვლელობა თერჯოლაში

თერჯოლაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალს მაღაზიაში, აალებადი ნივთიერება შეასხა და მოკლა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მაღაზიაში მივიდა, ყოფილ ცოლს, სავარაუდოდ, საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული, ოთახში გამოკეტა. ქალი ადგილზე დაიღუპა. დაღუპული ქალი 37 წლის თა­მი­ლა ლი­ლუ­აშ­ვილია.

როგორც ცნობილია, ინციდენტის დროს დაშავდა მამაკაციც. მას სხეულის 70 პროცენტი აქვს დაზიანებული და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, კაცს წარსულში კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

მსგავსი თემები