უკრაინაში რუსეთის შეჭრა სიურპრიზი არ ყოფილა – ანგელა მერკელი

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა სიურპრიზი არ ყოფილა. მისივე თქმით, პუტინსთვის მოლაპარაკების დროს ერთადერთ რამეს აქვს მნიშვნელოვანი და ეს ძალაა.

„ჩემი სურვილი იყო, რომ ჩემი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მშვიდობა ყოფილიყო და ამიტომ მიწევდა უკრაინის თემატიკაზე ბევრი მუშაობა. მაგრამ ეს შეჭრა არ იყო სიურპიზი. მინსკის შეთანხმება გაქარწყლდა. 2021 წლის ზაფხულში, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ, მსურდა პუტინთან, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან და ევროკავშირის საბჭოსთან ერთად უკრაინის საკითხის განსახილველად დამოუკიდებელი ევროპული ფორმატის ჩამოყალიბება. მაგრამ ვიღაც წინააღმდეგი წავიდა, მე კი უკვე ძალა არ მქონდა, რომ ეს დაჟინებით მომეთხოვა, რადგანაც ყველამ იცოდა, რომ შემოდგომაზე მივდიოდი“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

 

მსგავსი თემები