,,გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ითვალისწინებს ყირიმის დეოკუპაციას, დროის კარგვაა”- ზელენსკი

,,თუ შენს მიწას სრულად ვერ დაიბრუნებ, ომი უბრალოდ გაყინულია. მისი განახლება დროის საკითხია,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის ლიდერის თქმით, მას მიაჩნია, რომ ბრძოლის ველი არის გზა, როდესაც არ არსებობს დიპლომატია.

„მესმის, რომ ყველა დაბნეულია შექმნილი სიტუაციით და იმით, რა ბედი ეწევა ყირიმს. თუ ვინმე მზად არის შემოგვთავაზოს გზა ყირიმის დეოკუპაციისკენ არასამხედრო გზებით, მე მხოლოდ მომხრე ვიქნები… თუ გადაწყვეტა არ მოიცავს დეოკუპაციას და ყირიმი რუსეთის ფედერაციის ნაწილია, არავინ უნდა დაკარგოს დრო ამაზე. ეს დროის კარგვაა,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები