რუსეთმა „უცხოური აგენტების“ რეესტრში შეყვანილ პირებს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

რუსეთის დუმამ „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების მიხედვით, „უცხოური აგენტების“ რეესტრში შეყვანილი პირები, ასევე ექსტრემისტული ან ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართული პირები კანდიდატები ან არჩევნების დამკვირვებლები ვერ იქნებიან. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

აღნიშნული ცვლილებები დუმამ მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონის მიხედვით, უცხოელი აგენტის სტატუსის მქონე პირებს კანდიდატად დარეგისტრირება არჩევნების ყველა დონეზე ეკრძალებათ.
კანონში ცვლილებების შეტანას მხარი 450-დან 409 დეპუტატმა დაუჭირა.

 

მსგავსი თემები