„მერაბიშვილი ხუმრობს”- თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილის ფეისბუქპოსტს ეხმიანება

თეა წულუკიანს ჰკითხეს: „ნაციონალურ მოძრაობაში შიდასაარჩევნო დაპირისპირებამ გამოავლინა, რომ ერთ-ერთ კანდიდატს კეზერაშვილი და მერაბიშვილი უჭერენ მხარს. მერაბიშვილმა ღიად დაწერა, რომ გაიმარჯვებენ. რას ფიქრობთ მათ პოლიტიკაში დაბრუნებაზე?

„მერაბიშვილი ხუმრობს. რა შეიძლება, ამაზე მეტი იფიქრო ადამიანმა“, – უპასუხა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის ვანო მერაბიშვილმა დაწერა: „23 ნოემბერი, 2003 წელი. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“.

მსგავსი თემები