ავარია გურჯაანში – ცხრა აპრილის ქუჩაზე სკოლაში მიმავალ 8 წლის გოგოს მიკროავტობუსი დაეჯახა. შემთხვევა დილით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გოგონას მდგომარეობა მძიმეა. მას თავის შიდა დახურული ტრავმები აღენიშნება.
მოზარდი კატასტროფის ბრიგადას თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაჰყავს.