,,ოკუპანტებმა ხერსონში საბავშვო სათამაშოებიც კი დანაღმეს”- უკრაინის შსს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, როსტისლავ სმირნოვის განცხადებით, ხერსონიდან უკან დახევისას რუსმა ოკუპანტებმა საბავშვო სათამაშოებიც კი დანაღმული დატოვეს. მისი თქმით, ხერსონში დანაღმვის მასშტაბები უკიდურესად დიდია.

“ახლა მთავარი აქცენტი კეთდება განაღმვაზე. დანაღმვის მასშტაბები ძალიან დიდია. ნაღმები საბავშვო სათამაშოებში, ფეხბურთის ორ ბურთს შორისაც კი იყო დადებული”, – აღნიშნა სმირნოვმა.

სმირნოვის ინფორმაციით, ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მაშველებმა უკვე გაანეიტრალეს 5 000-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

მსგავსი თემები