საჩხერის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხამში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 4 კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მსგავსი თემები