„სამწუხაროდ, 10 დღეა პაციენტების მიღებაზე უარს ვამბობ“ – ლევან რატიანის მძიმე განცხადება

  •  

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი იმ მძიმე რეალობაზე საუბრობს, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს და ტკივილით აღიარებს, რომ პაციენტებს მიღებაზე უარს ეუბნება.

„ძალიან ბევრი ინფიცირებული გვყავს. შემიძლია თამამად გითხრათ, იმაზე მეტია ინფიცირებული, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვედგინა და ვვარაუდობდით. რადგანაც პირველ ეტაპზე არ გვყავდა ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა, ყველა ხვდებოდა საავადმყოფოში და სამედიცინო მომსახურება იყო ჰუმანური.  მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მთავარია არ დაგვიდგეს ის მომენტი, როცა ექიმებმა ჰუმანურობა დავივიწყოთ ან გადავხედოთ. სამწუხაროდ, ეს რეალობა დღეს დაგვიდგა“ – განუცხადა ლევან რატიანმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე განცხადებით, იმ რეალობაც, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, ევროპული ქვეყნებიც კი ვერ გაუძლებენ.   

„ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს იმ დატვირთვას, რაც ჩვენ გვაქვს ახლა ინფექციის გავრცელების კუთხით. საბედნიეროდ, როცა  სასწრაფო პაციენტის მიღებაზე მირეკავდა, ცხოვრებაში არასდროს მითქვამს უარი, ბოლო 10 დღეა, მიწევს პაციენტის გადმოყვანაზე უარის თქმა, რაც ჩემთვის ძალიან მძიმეა“ – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ ლევან რატიანმა.  

მსგავსი თემები