პოლიცია მამაკაცის მიმართ, სექსუალური ძალადობის ფაქტს იძიებს

სექსუალური შევიწროების და ძალადობის ფაქტი მამაკაცის მიმართ – სავარაუდო დანაშაულს ზესტაფონის პოლიცია იძიებს. 35 წლის მამაკაცი ამტკიცებს, რომ მას მეგობარი ქალი აშანტაჟებს და სექსუალურად ავიწროებს. გამოძიება ამ ეტაპზე იძულების მუხლით დაიწყო.

ბრალდებას უარყოფს მამაკაცის მეგობარი ქალი და მომჩივან მხარეს უკანონო ქმედებაში აქეთ ადანაშაულებს.

“ნამდვილად არ ვეთანხმები, ცილისწამებაა. მეგობარი მამაკაცი იყო, რომელსაც ვუვლიდი, ვუსუფთავებდი, საჭმელს ვუმზადებდი. მოტივი ალბათ ეჭვიანობა. ფიზიკურ ძალას ჰქონდა ადგილი. ნასამართლევი არ არის, როგორც ვიცი სიმამრის მკვლელობაში იყო ბრალდებული.  ჯერ დაკითხული არ ვარ პოლიციაში, ოთხშაბათს/ხუთშაბათს უნდა დამკითხონ,” – აცხადებს ქალი.

ბრალდებულის ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი არ გამორიცხავს უახლოეს დღეებში პოლიციაში საპასუხო სარჩელიც ოფიციალურად შეიტანოს.

“ჩვენ გვაქვს სმს-ები, არაერთი მტკიცებულება, რითაც  დასტურდება, რომ აღნიშნულ ქალბატონს ამ მამაკაცთან ჰქონდა მეგობრული, ოჯახური ურთიერთობა. მამაკაცის  მხრიდან დღეს არის ეს ადამიანი მსხვერპლი იმ ბინძური კამპანიისა და იმისა, რომ ამ ქალბატონის სახელი და ცხოვრება შეურაცხყოს. არაერთი ბრალდება და სარჩელი იქნება მის მიმართ წარდგენილი,” – განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი თემები