„უნდა დავზოგოთ საწოლები მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება“ – მაია ბუწაშვილი

„მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს, რომ ხშირ შემთხვევაში ბინაზე მკურნალობა არის სრულიად მისაღები, უნდა დავზოგოთ საწოლები მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება“ – აცხადებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

„მსჯელობა იყო არასაჭირო ჰოსპიტალიზაციებზე და მართლაც, რეალურად ციფრები აჩვენებს, რომ სტაციონარებში ბევრი ისეთი პაციენტი წევს, რომელთაც ამის აუცილებელი საჭიროება საერთოდ არ აქვთ. გზებია გამოსანახი, როგორ მოხდეს ამის ოპტიმიზაცია, რომ საწოლები რეალურად შენარჩუნდეს იმ ხალხისთვის, ვისაც ნამდვილად სჭირდება“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს, რომ ხშირ შემთხვევაში ბინაზე მკურნალობა არის სრულიად მისაღები, რაც ხელს შეუწყობს საწოლი ადგილების ოპტიმიზაციას. „მოსახლეობაში არის მოლოდინი, რომ კოვიდის დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა მოხვდეს საავადმყოფოში. უნდა გაუმჯობესდეს კომუნიკაცია ამ მხრივ, რათა ხალხმა იცოდეს, რომ ხშირ შემთხვევაში ბინაზე მკურნალობა არის სრულიად მისაღები და ამით დავზოგოთ ეს საწოლები კიდევ ერთხელ ვიმეორებ მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება. მთავარი არის ახლა ამ საკითხის მოგვარება და საწოლფონდის ოპტიმიზაცია,“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

მსგავსი თემები