საქართველოს დღეს მაიკ პომპეო ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში დღეს ჩამოვა. როგორც ცნობილია, სახელმწიფო მდივანი თბილისში დღის მეორე ნახევარში იქნება. ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს. დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ , გიორგი გახარიასთან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზაკლანიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების…

მეტი...

“კანდიდატმა მელიამ უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე გვდებს ბრალს ოფისის დარბევაში” – ლევან კობიაშვილი

ლევან კობიაშვილი ნიკა მელიას იმ ბრალდებას პასუხობს, სადაც მან გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის შტაბის დაწვაში ე.წ. კანონიერი ქურდები დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათ კავშირი აქვთ კახა კალაძესა და ლევან კობიაშვილთან. “არჩევნების დღიდან მოყოლებული, არ მინდოდა ჩემი ოპონენტის ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება. ვთვლიდი, რომ არეულობის ინსცენირება და დრამების დადგმა უბნებთან მათი ჩვეული საარჩევნო სტრატეგია იყო და ჩვენგან ყველაზე სწორი რეაქცია ამ სპექტაკლების იგნორირება იქნებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ სიბინძურის დასრულებას არ აპირებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკანორ მელია. ახლა, როცა ვანდალიზმს და სისხლის სამართლის დანაშაულს გვაბრალებენ, უპასუხოდ ვერ დავტოვებ კანდიდატი მელიას ცილისწამებას. ის ბრძოლის მეთოდები,…

მეტი...

“საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს NATO-სთან, ევროკავშირთან, როგორც ეს არის დღეს” – კახა კალაძე მაიკ პომპეოს ვიზიტზე

“ქართულ ოცნებაში” მაიკ პომპეოს ვიზიტს ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მორიგ მხარდაჭერად მიიჩნევენ. მმართველ პარტიაში თვლიან, რომ ეს დასტურია თუ რამდენად ახლო ურთიერთობა აქვს საქართველოს მის დასავლელ მხარდამჭერებთან.  “მივესალმები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი ვიზიტები. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმ ურთიერთობას და პარტნიორობას, რომელიც ამ წლების განმავლობაში არსებობს, რაც ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანია,” – აღნიშნა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. უმრავლესობაში ასევე განმარტავენ, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილება – აქციით გააგებინონ ამერიკელ მაღალჩინოსანს თუ რა ხდება ქვეყანაში – აბსურდია. “ეს არის უკვე ხაზგასმა იმისა,…

მეტი...