„მეორე ტური შედგება, ისინი ჩუმად მუშაობენ, რომ მიიყვანონ და ხმა მიაცემინონ“ – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის ყველა განცხადება მეორე ტურის ჩაშლასთან დაკავშირებით ბლეფია და ისინი არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ.

„მეორე ტურზე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ ამომრჩეველს ავუხსნათ, რომ ოპოზიციის განცხადება, რომ ისინი არ მონაწილეობენ მეორე ტურში, არის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი ბლეფი.  ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რომ მეორე ტურში ვინმემ არ მიიღოს მონაწილეობა. როცა მიბრძანდებით საარჩევნო ურნასთან, იქ, რა თქმა უნდა, იქნება ხუთიანი – ხუთოსანი პარტია, იქნება 41 ის კანდიდატიც და  სხვა კანდიდატიც. ამიტომ, არჩევანის საშუალებას ხელისუფლება უზრუნველჰყოფს მეორე ტურზეც“ – განაცხადა თეა წულუკიანმა სპეციალურ ბრიფინგზე.

მისივე ინფორმაციით, ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება.

„მინდა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოვუწუდო უპრეცენდენტო მობილიზებისკენ, რადგან, მეორე ტური არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე ტური შედგება და ბლეფია მტკიცება, რომ თუკი ისინი იტყვიან, აღარ გვქონდა მეორე ტური, ან არ ვერ შედგება. ფაქტობრივად კი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი თავიანთ პარტაქტივთან და მხარდამჭერებთან ჩუმად მუშაობენ, რომ მიიყვანონ და ხმა მიაცემინონ“ – განაცხადა წულუკიანმა.   

მსგავსი თემები