ამირან გამყრელიძეც თვითიზოლაციაში გადავიდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა. როგორც ეპიდემიოლოგმა „მდიაცენტრ  მთავარს“ განუცხადა, ის ტესტირებას ყოველდღიურ რეჟიმში იტარებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც თენგიზ ცერცვაძეს ვირუსი დაუდასტურდა, მისი იზოლირებაც აუცილებელი გახდა.   

„ბოლო 2 დღის განმავლობაში არაერთ ადამიანთან მქონდა აქტიური კონტაქტი, რომელთაც „კოვიდ 19“ დაუდასტურდათ. შესაბამისად, აუცილებელი გახდა ჩემი თვითიზოლაციაში გადასვლა. ეს მხოლოდ თენგიზ ცერცვაძესთან კონტაქტს არ უკავშირდება.  ყოველთვის ვიცავ რეგულაციებს და ამ შემთხვევაშიც დაცული ვიყავი, თუმცა, სახლში ვაგრძელებ ყოფნას. ამჟამად სიმპტომები არ მაქვს“ – განუცხადა ამირან გამყრელიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ დრეს, „კოვიდ 19“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს დაუდასტურდა.  

მსგავსი თემები