მაიკ პომპეო თბილისშია

  •  

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოშია – მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დახვდნენ. 

ელჩი “შერატონში” დაბინავდება და დღეს ოფიციალური შეხვედრები არ ექნება. ოფიციალური შეხვედრები ხვალ დილიდან დაიწყება და სახელმწიფო მდივანი პრემიერ მინისტრს, პრეზიდენტს, პატრიარქსა და სამოქალაქო სექტორს შეხვდება.

მსგავსი თემები