“ჩაატარონ ეს მეორე ტური თავისთვის” – ზაალ უდუმაშვილი

“ჩაატარონ ეს მეორე ტური თავისთვის. არც ერთი კანდიდატი ოპოზიციიდან მონაწილეობას არ მიიღებს და ვისთვის ატარებენ, გაუგებარია,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ „ქართული ოცნება” მეორე ტურში მარტო არის დარჩენილი, ნათელია.

„თვითონ იციან თავისი საქმე. ყველა ის პარტია, რომელიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობს, არც ერთი მათგანი არ გეგმავს პარლამენტში შესვლას და ეს არის მყარი პოზიცია თითოეული პარტიის”- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მსგავსი თემები