ახალციხის საკრებულოს დეპუტატის მანქანას ცეცხლი მეორედ გაუჩნდა

ახალციხის საკრებულოს დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის მანქანას ცეცხლი უკვე მეორედ გაუჩნდა. მას მანქანა შემთხვევის დროს სახლთან ჰყავდა.

“არ ვიცი ვინ იყო, მანქანას ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული. დავრეკე 112-ზე და პატრული და სახანძრო მოვიდა. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება იყოს, მანქანა საჯარიმოზეა გადაყვანილი, აღარ გამოდგება,” – ამბობს ამბარცუმ ბაბოიანი.

პირველად ამბარცუმ ბაბოიანის მანქანა 2017 წელს აფეთქდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო და მოგვიანებით ახალციხის საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტიიდან დაზარალებულად ცნეს. ამბარცუმ ბაბოიანი ამბობს, რომ გამოძიების პასუხს ამ დრომდე ელოდება. 15 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე შსს-მ ამჯერად ძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, ან აფეთქებით, ან საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

მსგავსი თემები