მაიკ პომპეოს ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აეროპორტში აქციით ხვდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლას აქციით “ლეიბორისტული პარტიი” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ხვდებიან. აქტივისტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე შეიკრიბნენ. მათ ხელში უჭირავთ ტრანსპარანტები ინგლისურენოვანი გზავნილებით.

როგორც ისინი აცხადებენ, ამ ფორმით, ერთის მხრივ, ისინი მიესალმებიან სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტს და, მეორე მხრივ, ამ გზავნილებით მათ სურთ მიაწვდინონ ხმა უმაღლესი რანგის სტუმარს იმის შესახებ, თუ როგორ გაყალბდა საქართველოში არჩევნები. 

“ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქართველოში აუცილებლად გაიხსნას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები და ჩვენი მიმართვა გახლავთ ის, რომ საქართველო დღეს არის ერთი კაცის, ერთი დიქტატორის, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომელიც პირდაპირ პუტინის ლობისტი გახლავთ საქართველოს ხელისუფლებაში,”-განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრმა” მირიან ნატრიაშვილმა. 

მსგავსი თემები