,,წელს პირველ კვარტალში 14%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რატომ არ მოგწონთ, რატომ ხართ ჩასაფრებული?”- ირაკლი ზარქუა

რეგიონული განვითარებისა და  თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ოპოზიციის ნაწილს მოუწოდებს გაეცნოს ციფრებს და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ობიექტურად ისაუბროს.

„ვუსმენ ოპოზიციას და გაოგნებული ვარ. ყველა თუ თანახმა ხართ და იზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაშინ როგორ გავიგოთ რადიკალური ოპოზიციის პოზიცია, როდესაც მათი პარტნიორი ორგანიზაცია  – ევროპის სახალხო პარტია ასეთ განცხადებებს აკეთებს და თქვენ ხმა არ ამოგიღიათ, რომ დაგეგმოთ, გამიჯვნოდით. ამ ორმაგ სტანდარტს ხედავს მოსახლეობა და ამიტომ არის, რომ სამართლიან და კონკურენტულ გარემოში მერამდენე არჩევნებს აგებთ.

მე გამკვირვებია ბატონი  ირაკლი ოქრიაშვილის, ბიზნესმენი კაცია. წელს პირველ კვარტალში 14%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. რატომ არ მოგწონთ, რატომ ხართ ჩასაფრებული? შემდეგ მოიტანა მონაცემები, რომ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეამცირაო.  უმალავთ ამ ადამიანს საერთაშორისო პორტალზე წვდომას? მსოფლიო ბანკმა, ისე როგორც დანარჩენ ქვეყნებს, უკრაინა-რუსეთის ომის გამო, ყველას შეუმცირა პროგნოზები 2.5%-მდე, მათ შორის ჩვენც. თუმცა ზუსტად ერთი კვირის წინ, ისევ გაზარდა 5.5%-მდე.

საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ოპტიმალური ზრდის მაჩვენებელი შევარჩიეთ და ეკონომიკური ზრდა 6%-ზეა გათვლილი. ეს არის ფაქტი! ეს არის კონკრეტულ არგუმენტებზე გაკეთებული გათვლები. რატომ იტყუებით, რატომ იგონებთ? ციფრებია და ამას მაინც ენდეთ. მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც გვაქვს მოსახლეობა როცა ხედავს, რომ შავზე ამბობთ თეთრს და ყველაფრის დრამატიზირებას აკეთებთ, ამიტომ არ გენდობათ. მოსახლეობას აინტერესებს თუ რა შეგიძლიათ მათთვის გააკეთოთ და გვერდში დაუდგეთ. ამიტომაც არის, რომ სამართლიანად აგებთ ყველა არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები