„ჩვენი ქვეყანა დავიბრუნოთ უკან“ – ბადრი ჯაფარიძე

„ეს ბრძოლა არ არის ერთ დღიანი, მთავარია, რომ მოსახლეობა ვიყოთ ერთად, ისე, როგორც დღეს“ – ეს განცხადება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა. მისი თქმით, მით, ქართველი მოსახლეობა ერთად დგას ყველაზე რთულ დროს, როდესაც ქვეყანას სჭირდება. 

მისივე თქმით, აქციის მონაწილეთა ხელშია  სიმართლე, რომელსაც დიდი ძალა აქვს. 

“ყოველთვის ვართ ერთად ყველაზე რთულ დროს, ყველაზე მეტად როცა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვართ ახლა ერთად იმიტომ, რომ ქვეყანას უჭირს, ქვეყანა არის დიდი განსაცდელის წინაშე. “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა გვითხრეს – ჩვენს ხელშია ძალა, ჩვენს ხელშია პროკურატურა, ჩვენს ხელშია სასამართლო, ჩვენს ხელშია ცენტრალური საარჩევნო კომისია, მაგრამ ჩვენ ამას ვუპასუხეთ იმით, რომ ჩვენ ვართ ერთად და ჩვენს მხარეს არის სიმართლე. სიმართლე კი ყველაზე დიდი ძალაა. ჩვენი ერთობა არის მშვიდობიანი, ჩვენ გვინდა ერთი რამ, რომ ჩვენი ქვეყანა დავიბრუნოთ უკან, ქვეყანა, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა რომელიმე ადამიანს ან მის დაჯგუფებას“ – განაცხადა ჯაფარიძემ აქციაზე.

მისივე თქმით, პარლამენტზე უარი იმიტომ თქვეს, რომ მათ ყალბი პარლამენტი არ სჭირდებათ.

„ოპოზიციურმა პარტიებმა, უარი ვთქვით მანდატებზე იმიტომ, რომ გაყალბებული არჩევნების საფუძველზე არჩეული პარლამენტი არის ყალბი პარლამენტი. ყალბი პარლამენტი არ სჭირდება ამ ქვეყანას, ის ხალხს ვერ მოემსახურება“ – აცხადებს ჯაფარიძემ. 


მისივე თქმით, ეს ბრძოლა არ არის ერთ დღიანი, მთავარია, რომ მოსახლეობა იყოს ერთად.  

მსგავსი თემები