“პიკზე იყო შვიდი ათასამდე ადამიანი და ამ ადამიანების რაოდენობა წამზომის გამორთვამდე შემცირდა” – ირაკლი კობახიძე

“დღეს ყველამ კარგად დაინახა ყველაფერი. პიკზე იყო შვიდი ათასამდე დამიანი და ამ ადამიანების რაოდენობა წამზომის გამორთვამდე შემცირებული იყო, დაახლოებით სამი ათასამდე, შეიძლება 2 500 კაცამდეც იდგა იმ დროისთვის აქციაზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ოდენობა იყო რეალისტური.

„მათ სჭირდებათ ხოლმე აქციის დასრულების დროს გასასვლელი და ეს გასასვლელი აღმოჩნდა ცესკო. მივლენ ცესკო-სთან, მერე დაიშლებიან. მერე როგორ გააგრძელებენ არ ვიცი. ამ 7 ათას კაციანი აქციის ფონზე ამ მოთხოვნების დაყენება არ არის რეალისტური თავისი შინაარსით. ამ ჩიხური მდომარეობიდან ოპოზიცია ჩვენი დახმარებით გამოვა. ამაში იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო პარტნიორები დაგვეხმარებიან“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები