„ჟვანიას პოლიტიკური თავი…ვერავინ შევა და ვერავინ გამოვა“ – ოპოზიცია ცესკოს ბლოკირებას იწყებს

ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებით, აქციის დისლოკაციის ადგილი იცვლება და იწყება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბლოკირება. როგორც ნიკანორ მელიამ და გიგა ბოკერიამ აქციაზე განაცხადეს, ცესკოში ვერც ვერავინ შევა და ვერც ვერავინ გამოვა. „ბრძოლა გამარჯვებამდე“ – ასეთია ოპოზიციის სლოგნი.

ამ წუთებში, ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ დაიძრნენ. ისინი ცესკოსთან კარვების გაშლასაც გეგმავენ.

„ეს ბრძოლა შეიძლება არ იყოს ერთდღიანი, ორდღიანი და სამდღიანი.  შეუწყვეტელი იქნება. ხალხი იქნება გარეთ სულ, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში. ნდა გადავინაცვლოთ, წავიდეთ და დავრჩეთ, კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას. ვერავინ იქ ვეღარ შევა და ვერავინ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები. იქ ვიდგებით ყველანი“ – განაცხადა ნიკანორ მელიამ აქციაზე.

მისივე თქმით, „იმ შენობაში არავინ არ უნდა შევიდეს და არავინ უნდა გამოვიდეს. ჟვანიას პოლიტიკური თავი აუცილებლად სახლში უნდა წავიდეს. ეს არის გეგმის ერთი ნაწილი“ – განაცხადა მელიამ და აქციის მონაწილეებთან ერთად ცესკოსკენ დაიძრა.

მსგავსი თემები