აქციის მონაწილეებს აფრთხილებენ, რომ დატოვონ ტერიტორია – სპეცრაზმი ადგილზეა 

  •  

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაზე შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება იძულებითი მექანიზმები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები, სპეცდანიშნულების რაზმიც გამოჩნდა. ადგილზე, სპეციალური ხმოვანი შეტყობინებით, ცესკოსთან შეკრებილებს აფრთხილებენ, დაემორჩილონ მათ მითითებებს და ნუ გასცდებიან პროტესტის გამოხატვის კანონიერ ფორმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოუწევთ ძალის გამოყენება.

აქციის მონაწილეები და ლიდერები, ამ წუთებში ცესკოს შენობასთან იმყოფებიან და ცდილობენ საარჩევნო ადმინისტრაციასთან მისვლას და შენობაში შესვლას.

მსგავსი თემები