ოპოზიციური პარტიები ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან მსვლელობებს იწყებენ

“ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” მსვლელობას ორი ადგილიდან იწყებს. ერთი კოლონა რუსთაველის მიმართულებით რესპუბლიკის, მეორე კი კოლმეურნეობის მოედნიდან დაიძრა.

“უნდა გადადგეს თამარ ჟვანია თავისი მთელი ადმინისტრაციით, უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა.

მსგავსი თემები