აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლით შლიან

  •  

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობის ირგვლივ განთავსებული რკინის ღობის გარღვევა სცადეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა, წყლის ჭავლი გამოეყენებინა. ამ წუთებში, ცესკოს შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება. აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალეს. ისინი ისევ ტერიტორიაზე იმყოფებიან და აცხადებენ. რომ არსად წასვლას აპირებენ. რაც შეეხებათ ოპოზიციის ლიდერებს, ისინი ცესკოს შენობასთან ფეხით მიემართებიან და ჯერ ადგილზე არ იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილებით, ცესკოს შენობის ბლოკირება უნდა მოხდეს. იქ არავინ შევა და არავინ გამოვა – ასეთია ოპოზიციის გადაწყვეტილება.  

მსგავსი თემები