დღეს ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს

ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციის გამართვისთვის ემზადება. ისინი უნდობლობას უცხადებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ.

ოპოზიციის ლიდერებმა 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებასაც მოაწერეს ხელი, სადაც ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და საპარლამენტო მანდატებზე თითოეული მათგანი უარს ამბობს.

პარლამენტის წინ  საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები