ბათუმში, აქციაზე კასრები და კარავი გამოჩნდა

  •  

ბათუმში გამართულ ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე კასრები და კარავი გამოჩნდა. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, ისინი ადგილზე მთელი ღამე დარჩებიან.

აქციის მონაწილეები ელოდებოდნენ თბილისში გადაწყვეტილების მიღებას, თუ რას მოიმოქმედებდა მთავრობა, წაყენებულ ულტიმატუმზე.

მათი თქმით, არ აპირებენ დამორჩილებას და არ შეეგუებიან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს.

ოპოზიციური პარტიის “ლელოს” წევრის ირაკლი კუპრაძის თქმით კი, ისინი არ აპირებენ დაშლას მანამ სანამ არ მოხდება მოთხოვნის დაკმაყოფილება.

“ჩვენ ვიცნობთ ამ ხელისუფლებას, ჩვენ ვიცით რას წარმოადგენს “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი. მათ ხელმოწერილ დოკუმენტებზე თქვეს არაერთხელ უარი, გადააგდეს საქართველოს მოსახლეობა. ეს იყო პროპორციული არჩევნები, ეს იყო უამრავი პოლიტიკური მოლაპარაკება. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა – ახალი არჩევნები, რადგან, ვინც აქ არიან შეკრებილები, მათი ხმა არ დაიკარგოს და ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე. ეს კარავი, ჩვენი წინააღმდეგობები და მანიფესტები იქნება მანამ, სანამ მოლაპარაკებას არ ექნება კონკრეტული შედეგი, რომელსაც გააფორმებს ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა, საელჩოები, რომლებიც დაადასტურებენ რომ ეს პირობა აუცილებლად შესრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ ვაპირებთ დაშლას. აქ ვიქნებით ჩვენი ხმების დასაცავად.

ჩვენ არ გვაშინებს არანაირი შეზღუდვა, რომელიც დააწესეს,” – განაცხადა კუპრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის აქციაზე ლურჯი კასრები მიიტანეს, სადაც ღამე ცეცხლის დანთებას აპირებენ და ადგილზე აქვთ კარვებიც.

მსგავსი თემები